სიახლეები
ევროკავშირის მხარდაჭერით, 5-7 აპრილს, ბათუმსა და ქედაში თევზმოშენების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენცია, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი და საველე ვიზიტები გაიმართა.

6 აპრილს, ბათუმმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის“. კონფერენცია მიზანად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნების თევზმოშენების სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების და პირების ურთიერთდაკავშირებას.

კონფერენცია ოფიციალურად გახსნენ აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ნინო თანდილაშვილმა.

„თევზმოშენება მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული აქვს დარგის განვითარების სტრატეგია, ჩვენის მხრიდან არის მზაობა ნებისმეირ ინიციატივას და ღონისძიებას ხელი შევუწყოთ მეთევზეობის დარგის განვითარებისთვის“ - აღნიშნა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, ნორვეგიის, აზერბაიჯანის და სომხეთის თევზმოშენების სფეროში ჩართულმა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

კონფერენციის წინა დღეს, მონაწილეები საველე ვიზიტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედ საკალმახე მეურნეობებს ეწვივნენ. ვიზიტის მიზნად ისახავდა მონაწილეთა შორის გამოცდილებების გაზიარების სტიმულირებასა და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვას, რათა შესაძლებელი გახდეს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტიანი გამოყენება ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

7 აპრილს ქალაქ ბათუმის ბულვარში გაიმართა თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი, სადაც კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების მიერ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის თევზისა და ზღვის პროდუქტები, გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის თევზის რესტორნებმა, საზოგადოებრივი კოლეჯებმა, ღვინისა და ლუდის კომპანიებმა.

ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზატორია ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“. ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის ENPARD პროგრამის დაფინანსებული CENN-ის პროექტის „ქედა ლიდერი“, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯგუფი ალიანსის მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ა(ა)იპ აგროსერვისცენტრი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის ბულვარი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

5-7 აპრილს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ბათუმსა და ქედაში თევზმოშენების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენცია, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი და საველე ვიზიტებია დაგეგმილი.

6 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო რედისონში, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, ნორვეგიის, აზერბაიჯანის და სასომხეთის თევზმოშენების სფეროში ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნების თევზმოშენების სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების და პირების ურთიერთდაკავშირება, მათ შორის გამოცდილებების გაზიარების სტიმულირება და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვა, რათა შესაძლებელი გახდეს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენება ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.

კონფერენციის წინა დღეს, 5 აპრილს, მონაწილეები საველე ვიზიტის ფარგლებში მოინახულებენ ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედ საკალმახე მეურნეობებს, გაეცნობიან დარგში არსებულ სიტუაციასა და ქვეყანაში არსებულ ჰიდრორესურსების პოტენციალს.

7 აპრილს ქალაქ ბათუმის ბულვარში, ალისა და ნინოს მოძრავი ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი, სადაც კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების მიერ წარმოდგენილი იქნება სხავდასხვა სახის თევზისა და ზღვის პროდუქტები, გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის, თევზის რესტორნები, საზოგადოებრივი კოლეჯები, ღვინისა და ლუდის კომპანიები. სტუმრებს საშუალება ექნებათ სასიამოვნო გარემოში და მუსიკის ფონზე დააგემოვნონ მათთვის საინტერესო კერძები, მიიღონ ინფორმაცია თევზის კვებითი ღირებულებებისა და კულინარიული რეცეპტების შესახებ.

ღონისძიების ორგანიზატორია ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“.

ღონისძიების იმართება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე CENN-ის პროექტის „ქედა ლიდერი“, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯგუფი ალიანსის მხარდაჭერით.

ღონისძიების პარტნიორები არიან ა(ა)იპ აგროსერვისცენტრი, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის ბულვარი, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძების პროგრამა, ან დაუკავშირდით სოფიკო დიასამიძეს, +995 577 98 99 48, fhoreji@gmail.com
2019 წლის 8 მარტს, აჭარამ მეწარმე ქალთა ეროვნულ ბიზნესფორუმს უმასპინძლა. უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიება, ბათუმში მესამედ გაიმართა და მას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, 250-მდე ქალი მეწარმე დაესწრო, რომლებიც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენდნენ. ფორუმში მონაწილეობა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამით მხარდაჭერილმა, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენელმა 50-მდე ქალმა მიიღო.

ფორუმის ძირითადი მიზანია მეწარმე ქალების შესაძლებლობების გაძლიერება, მცირე და საშუალო ბიზნესში მათი ჩართულობის გაზრდა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და სტიმულირება განახორციელონ ახალი ბიზნესიდეები. ღონისძიება აჭარაში ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას უწევს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციასა და ქალთა ოთახებთან ერთად. მიმდინარე წელს, ფორუმის ძირითადი სამუშაო თემატიკა იყო მეწარმე ქალების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დაბრკოლებების განხილვა და ფინანსური პროდუქტების გამარტივების შესაძლებლობებზე დისკუსია, საფინანსო უწყებებთან ორმხრივი დიალოგის გაძლიერება და სხვა ქვეყნის ფინანსური ინსიტუტების მაგალითების წარდგენა.

ქედისა და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წევრ ქალბატონებს შესაძლებლობა ჰქონდათ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებთან სექტორების მიხედვით საქმიანი მოლაპარაკებები ეწარმოებინათ და ემსჯელათ თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ისინი გაეცნენ საქართველოს და მეზობელი ქვეყნების წარმატების მაგალითებს. ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები შემდეგ მიმართულებებზე ბრენდინგი, როგორ გავაფართოვოთ ბიზნესი, ემოციური ინტელექტი და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა. ყველა მონაწილეს საშუალება ქონდა აერჩია მისთვის საინტერესო თემატიკა და დასწრებოდა ტრენინგს.
ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტები – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)“ და „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ – აჭარაში 2017 წლიდან მიმდინარებს. ქედის მუნიციპალიტეტში პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG).

ქედის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუაწელზე. ჩრდილოეთით, 38 კმ სიგრძეზე ქობულეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით 24 კმ სიგრძეზე შუახევი, დასავლეთით 24 კმ სიგრძეზე ხელვაჩაური, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის რაიონს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით – ქობულეთის ქედი.

მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კმ2-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 21,244. ქედის მუნიციპალიტეტში შედის 10 საკრებულო და 64 დასახლებული პუნქტი. ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 
პარტნიორები
დაარეგისტრირე იდეა - ფონი