სიახლეები

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში,  ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), CENN-თან და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სოციალური პროექტებისთვის, რომლის მიზანია, პროგრამის „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში“ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად,  ქედის ადგილობრივი თემების კეთილდღეობის და ყოფითი პირობების გაუჯობესება, ინოვაციური პროექტების განხორციელება.

საგრანტო კონკურსი იწყება 2020 წლის 8 ივლისს და დასრულდება 24 ივლისს 17:00 საათზე.

საგრანტო კონკურსი მხარს დაუჭერს იმ ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება შემდეგ მიმართულებებზე:

  • ეკოტურიზმისა და სოფლის ტურიზმის განვითარება;
  • გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტიანობის განვითარება, მუნიციპალიტეტში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე რეაგირება;
  • სოფლის მეურნეობა (გარდა პირველადი პროდუქციის წარმოებისა);
  • განათლება;
  • სოციალური ინფრასტრუქტურა.

მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივები მიმართული იყოს ქედის მუნიციპალიტეტზე.

დაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 20,000 ლარს, მაქსიმალური - 180,000 ლარს.

განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ:

  • საქართველოში რეგისტრირებულ იურიუდიულ პირებს (შპს, სპს, სს და ა.შ);
  • რეგისტრირებული სტატუსის მქონე სასოფლო კოოპერატივებს;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს (არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია, ფონდი და ა.შ);
  • ქედის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის საჯარო სამართლის იურიდიული პირებს;
  • ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ საგანმანათლებლო/სააღმზრდელო დაწესებულებებს;

 

აპლიკანტებს აქვთ მხოლოდ  ერთი განაცხადის წარმოდგენის უფლება

განაცხადისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი გთხოვთ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2BMElYY

საგრანტო განაცხადის ჩაბარება უნდა მოხდეს ქართულ ენაზე,  ელექტრონული ან/და მატერიალური (ნაბეჭდი) ფორმით.

განაცხადის (სააპლიკაციო ფორმა და ბიუეჯტი) ელექტრონული ფორმით ჩაბარების შემთხვევაში განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: grant@kedalag.ge გამოგზვნისას სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს საგრანტო კონკურსის  დასახელება - „საგრანტო კონკურსი 2020“. მატერიალური ფორმით განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ოფისში შემდეგ მისამართზე: დაბა ქედა ტბელ აბუსერიძის 10 დილის 10:00-დან 16:00 სთ-მდე

განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2020 წლის 24 ივლისი 17:00 საათი.

დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ განიხილება.

 

პროექტს ახორციელებს CENN, დემოკრატიის ინსტიტუტი (IoD), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი (ÖIR) - ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად (LAG).

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.

16-17 ივნისი, 2020 წელი. ქედის მუნიციპალიტეტი - ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ‘ქედა ლიდერი’ და ‘ეს წალკაა’ ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში  განხორციელდა წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) სამუშაო ვიზიტი. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში წალკის LAG-ის ჯგუფის წევრები  ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის გამოცდილებას გაეცნენ.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო წალკის LAG-ისთვის, ქედა LAG-ის წარმატებულ მაგალითზე დაყრდნობით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება სამუშაო პროცესთან,  წარმატებულად დასრულებულ პროექტებთან და LAG-ის მდგრადობის საკითხებთან დაკავშირებით.

ქედის LAG უკვე სამ წელზე მეტია წარმატებულად უძღვება ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ‘ქედა ლიდერი’, რომლის ფარგლებშიც 70-ზე მეტი ბენეფიციარმა მოიპოვა დაფინანსება და წარმატებით განხორციელა პროექტები.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში წალკის LAG-ის წევრებმა 10-ზე მეტი სხვადასხვა დარგის მიმართულებით დაფინანსებული პროექტი მოინახულეს მათ შორის, საოჯახო ტიპის სასტუმრო-მარნები, ჟოლოს სათბური, სალიფსიტე საკალმახე მეურნეობა, ვაზის ვენახები და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში წალკის LAG-ის წევრებს საშუალება ჰქონდათ დეტალურად გაეცნოთ დაფინანსებული პროექტები და გასაუბრებოდნენ ბენეფიციარებს. სამუშაო ვიზიტის ბოლოს ქედისა და წალკის LAG-ების წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში სხვადასხვა შესაძლო აქტივობების ერთობლივად განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

პროექტებს „ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD), ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტების მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.

27 აპრილი, 2020. ქედის მუნიციპალიტეტი, აჭარა – ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “ქედა ლიდერი” ფარგლებში, ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ გამოცხადებული Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის: „ახალი გამოწვევები – ახალი შესაძლებლობები“ შედეგები ცნობილია.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში 13 განაცხადიდან, ფინანსურ-ადმინისტრაციული შემოწმების, შეფასებისა და შერჩევის შედეგად, გამოვლინდა 3 გამარჯვებული პროექტი.

შერჩეული 3 პროექტი ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებზე ეფექტიან რეაგირებას.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შერჩეული პროექტებია:

1. ქედა კორონა ვირუსის წინააღმდეგ

საინიციატივო ჯგუფი ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია

პროექტი ითვალისწინებს ქედის მუნიციპალიტეტში პირველადი ფსიქოლოფიური დახმარების შეთავაზებას მოსახლეობისათვის და ასევე, მოზარდების (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების) მშობლების ფსიქოგანათლებას ვებიანრების ციკლის საშუალებით.

2. ონლაინ ტურიზმის განვითარება მაღალმთიან აჭარაში
აიპ გლობალური სამეწარმეო ქსელი

პროექტის მიზანია  ქედას  მუნიციპალიტეტში, არსებულ ფორსმაჟორულ სიტუაციის გათვალისწინებით,  ხელი შეუწყოს ინოვაციური გზით ტურიზმის სექტორის  განვითარებას, უშუალოდ კი ტურისტული სერვისების მიწოდების პროცესს, მოახდინოს მუნიციპალიტეტის კულინარიული და კულტურული ტურიზმის პოპულარიზაცია და ამავე დროს, დაეხმაროს სექტორში ქალების როლის გაძლიერებას.

პროექტი გულისხმობს ქედაში მცხოვრებ მეწარმეებისთვის როგორც მომსახურეობის ციფრულ სამყაროში გადაყვანის ხელშეწყობას, ისე მათი  ციფრული კომპეტენციების განვითარებასა და  სპეციალური შეთავაზებების მომზადებაში ხელშეწყობას, რაც პროექტში ჩართულ პირებს დაეხმარებათ დამატებითი შემოსავლის მიღებაში.


3. ქედის მხარდაჭერა, განთლება და გაძლიერება

ააიპ ნაბიჯი წარმატებისკენ

პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება  და ხელშეწყობა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის, ჩაუტარდებათ დისტანციური ტრენინგების ციკლი სხვადასხვა თემატიკაზე.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი Covid-19 სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი – „ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები“ მიზნად ისახავდა პანდემიის გავრცელების შედეგად შექმნილ კრიზისზე სწრაფი რეაგირების მოხდენას ქედის მუნიციპალიტეტში.

პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.

ქედის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუაწელზე. ჩრდილოეთით, 38 კმ სიგრძეზე ქობულეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით 24 კმ სიგრძეზე შუახევი, დასავლეთით 24 კმ სიგრძეზე ხელვაჩაური, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის რაიონს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით – ქობულეთის ქედი.

მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კმ2-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 21,244. ქედის მუნიციპალიტეტში შედის 10 საკრებულო და 64 დასახლებული პუნქტი. ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 
პარტნიორები
დაარეგისტრირე იდეა - ფონი