დაარეგისტრირე საგრანტო პროექტი



ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "ქედა ლიდერი" ფარგლებში,  ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), CENN-თან და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სოციალური პროექტებისთვის, რომლის მიზანია, პროგრამის „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედის მუნიციპალიტეტში“ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტების შესაბამისად,  ქედის ადგილობრივი თემების კეთილდღეობის და ყოფითი პირობების გაუჯობესება, ინოვაციური პროექტების განხორციელება.

 

საგრანტო კონკურსი იწყება 2020 წლის 8 ივლისს და დასრულდება 24 ივლისს 17:00 საათზე.

განაცხადის (სააპლიკაციო ფორმა და ბიუეჯტი) ელექტრონული ფორმით ჩაბარემის შემთხვევაში განაცხადი უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it გამოგზვნისას სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს საგრანტო კონკურსის  დასახელება -
„საგრანტო კონკურსი 2020“.


მატერიალური ფორმით განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება, ქედის ადგილობრივი განვიტარების ჯგუფის ოფისში შემდეგ მისამართზე: დაბა ქედა ტელა აბუსერიძის 10 დილის 10:00-დან 16:00 სთ-მდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით საგრანტო სახემძღვანელოს, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებს.












 

| ბეჭდვა |