პროექტები

სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა

თევზსაშენი მეურნეობა საქართველოში ერთ-ერთ მზარდ სექტორს წარმოადგენს.

პროექტი მოიაზრებს საკალმახე მეურნეობის განვითარებას: არსებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-განახლებას, ელექტრო ენერგიის გაყვანას, დამატებითი საჭირო აღჭურვილობის შეძენას, დამატებითი აუზების გაშენებას და ტერიტორიის სათანადოდ მოწყობას.

ჯუმბერ დევაძეს ამ სფეროში უკვე რვაწლიანი გამოცდილება აქვს. მისი გამოცდილება მოიცავს როგორც მეურნეობის ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ლიფსიტების გამოყვანას, ისე პროდუქციის რეალიზებასა და ბაზარზე გატანას.

პროექტის შედეგად დასაქმდება 2 ადამიანი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 18,480 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 14,660 ლარი
თანადაფინანსება: 3820 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

„ჩვენ შეგვიძლია“ არის საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრებიც სხვადასხვა პროფესიული უნარების მქონე შშმ პირები არიან. ისინი ტურისტებსა და მოსახლეობას  მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობენ: ფოტოების გადაღება, თერმოპრესით სხვადასხვა ნივთებზე ბეჭდვა, პოლიგრაფიული სერვისები და ხელნაკეთი სუვენირები.

საინიციატივო ჯგუფის ხელნაკეთი ნამუშევრების შეძენა შესაძლებელია მათ სავაჭრო ობიექტში.

პროექტის მიზანია, შშმ პირთა ჩართულობით, ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული მომსახურეობის განვითარება და ტურისტულ ზონებში სერვისების დივერსიფიკაცია.

პროექტი გულისხმობს მობილური თერმოპრესის ლაბორატორიის შექმნას, ტურისტულ ზონებში საინტერესო ფოტოების გადაღებას, ფოტოკოპირებას; ასევე, მუნიციპალიტეტში პოლიგრაფიული სერვისების მიწოდებასა და სუვენირებისა და საჩუქრების სავაჭრო ობიექტის შექმნას.

საინიცატივო ჯგუფის წევრები:

  • მერაბ ფარტენაძე
  • ბათუ ნაკაშიძე
  • მარო თურმანიძე

 

პროექტის შედეგად დასაქმდება 5 ადამიანი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 45,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 31,500 ლარი
თანადაფინანსება: 13,500 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა

ქედის ჰიდრორესურსებითა და კლიმატური პირობებით მდიდარი მუნიციპალიტეტი, აკვაკულტურის განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

ფიზიკური პირი, ფრიდონ ბოლქვაძეს პროექტი გულისხმობს არსებული მეურნეობის გაფართოებას.

ყოველწლიურად ფრიდონ ბოლქვაძეს, საშუალოდ, 80,000 ლიფსიტა გამოყავს თავის  საკალმახე მეურნეობაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კალმახის გასაზრდელი წყლის ავზის მშენებლობა, ორტონიანი  მაცივრების დამონტაჟება, სათავსო შენობა-ნაგებობის აშენება და თერმოიზოლირებული კონსტრუქციის შეძენა თევზის ცოცხლად გადასატანად.

ფრიდონ ბოლქვაძე გამოცდილი მეწარმეა.  მან 2014 წელს დაიწყო სალიფსიტე მეურნეობის მოწყობა და  ბოლო სამი წლის განმავლობაში 240,000 ლიფსიტა გამოყვანა.

პროექტის შედეგად დასაქმდება 3 ადამიანი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 58,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 40,600 ლარი
თანადაფინანსება: 17,400 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა


ფიზიკური პირის, სულხან აბულაძის პროექტი 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, 625 ძირი სამრეწველო ვენახის გაშენებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში მოხდება სიმინდის კულტურის სამრეწველო ვენახით ჩანაცვლება, ხოლო ნაკვეთის ვენახის, ბოძებით, დამცავი ღობითა და სარწყავი სისტემით აღჭურვა.

პრეოქტის ფარგლებში ასევე შეიქმნება სადემონსტრაციო ნაკვეთი.

ჩხავერის ვენახი მევენახეობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ოჯახს ეკუთვნის.

პროექტის შედეგად დასაქმდება დამატებით 3 ადამიანი


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 18,500 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 14,800 ლარი
თანადაფინანსება: 3700 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


სოფელი ვარჯანისი რეგიონში მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებით გამოირჩევა - აქ ხარობს უნიკალური ვაზის ჯიში ჩხავერი. სოფელი ასევე ცნობილია თავისი ეთნოგრაფიით და ფოლკლორული ნიმუშებით.

შატო ივერი არის მაღალი კლასის სასტუმრო-მარანი, რომელიც პროექტის შედეგად საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ღვინის რესტორნის გაკეთებას გეგმავს. პროექტი ითვალისწინებს მაღალი სტანდარტის სასტუმროს რემონტსა და კეთილმოწყობას. სასტუმრო მიბმული იქნება მევენახეობასა და საოჯახო მარანთან.

შატო ივერი სტუმრებს  ტურისტულ პაკეტებს სთავაზობს, რაშიც სტუმართა განთავსება, კვება, ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია, ხალხური შემოქმედების და რეწვის გაცნობა იგულისხმება.

პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის გარემონტება-კეთილმოწყობა.

  • შენობის ინტერიერის რემონტი
  • ავეჯის შესყიდვა და მონტაჟი
  • სასტუმროს ინვენტარის შეძენა
  • პერსონალის გადამზადება
  • ეზოს კეთილმოწყობა
  • ვებგვერდის და ონლაინ ჯავშნის გვერდის შექმნა

 

საოჯახო მეწარმეობაში ჩართულ ოჯახის წევრებს სასტუმრო მენეჯმენტისა და ტურისტებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

რომილ ბერიძეს, შატო ივერის მფლობელს, ტურიზმსა და მენეჯმენტის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს; მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ ტურიზმის და საოჯახო სასტუმროების განვითარების პროექტში. მას გამოცდილება ასევე აქვს მიღებული გერმანიასა და ნორვეგიაში.

პროექტის შედეგად დასაქმდება 7 ადამიანი - ოთხი ქალი და სამი მამაკაცი.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 95,300 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 57,135 ლარი
თანადაფინანსება: 38,165 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

სოფელი ვაიო მდიდარია ისეთი კულტურული და ისტორიული სანახაობებით, როგორიცაა ზვარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, დანდალოს შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი, კავიანის ციხე და სხვა. ღირშესანიშნაობები ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს.

საოჯახო სასტუმროს და მარნის გარდა, შავიშვილების ოჯახს სხვადასხვა ჯიშით მდიდარი ვენახი აქვს. ვენახში შეხვდებით ცოლოკაურის, ჩხავერის და სხვა ყურძენს. ოჯახი ყოველწლიურად, საშუალოდ 7 ტონა ყურძენსა და 4 ტონა ღვინოს აწარმოებს. შავიშვილებს  ღვინის წარმოების 50 წლიანი გამოცდილება აქვთ.

საოჯახო სასტუმრო სტუმრებს არყის გამოხდის პროცესსა და სხვა აგრო-საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას, საფეხმავო ტურებსა და ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება-დაგემოვნებას სთავაზობს.

პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით ღვინის საწარმოს აღჭურვა და ღვინის კასრების შეძენა.

პროექტის შედეგად დასაქმდება 5 ადამიანი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 19,600 ლარი
ევროკავშირის 15,680 ლარი
თანადაფინანსება: 3920 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

ქედის ბუნება მდიდარია თაფლოვანი მცენარეებით, რაც მეფუტკრეებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სახის თაფლი აწარმოონ.

ნუგზარ ვერძაძე და მისი ოჯახი 15 წელია მეფუტკრეობითაა დაკავებული, ყავთ 60-მდე ფუტკრის ოჯახი და საკუთარი მეურნეობისთვის დედა ფუტკრები ხელოვნურად გამოყავთ. წლის განმავლობაში ისინი 700-800 კგ სასაქონლე თაფლს აწარმოებენ.

პროექტის მიზანია საფუტკრე მეურნეობის გაფართოება, რითაც სელექციური გადარჩევის გზით, დედა ფუტრკების სერიული გამოყვანა და ფუტკრის ისეთი პროდუქციის წარმოება მოხდება, როგორიცაა ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი, ყვავილის მტვერი და დინდგელი.

პროექტი მოიაზრებს:

  • 60-80 ცალი დადანის ორკორპუსიანი სკებისა და ელექტროციბრუტის შეძენას
  • დედა ფუტკრის გამოყვანის მიზნით, მინიმუმ ორი კომპლექტის, (იხ. დანართი 1) ჯენტერის პლასტმასის ფიჭისა და დამატებითი საშუალებების შეძენას
  • 5-10 ცალი ყვავილის მტვრის შემაგროვებლისა და მინიმუმ 3 კგ-იანი ყვავილის მტვრის საშრობის შეძენას
  • თანამედროვე ფუტკრის შხამის შესაგროვებელი აპარატის შეძენას

 

საოჯახო მეურნეობაში ჩართული ოჯახის წევრებს ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოციდლება აქვთ, კარგად იცნობენ როგორც ფუტკრის ოჯახების მოვლა პატრონობის, ისე ფუტკრის ოჯახების მკურნალობასა და  მათ ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე,  სკებისა და სკის ჩარჩოების აწყობის ტექნოლოგიას.

ინდ.მეწარმე ნუგზარ ვერძაძეს, მეფუტკრეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს არა მხოლოდ ფუტკრის მოვლა პატრონობაში, არამედ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და დედა ფუტკრების ხელოვნური გზით გამოყვანაში.

მეურნეობაში ასევე ჩართულია მინდია ვერძაძე, რომელსაც დამთავრებული აქვს კოლეჯი მეფუტკრეობის მიმართულებით და გამოცდილია დედა ფუტკრების გამოყვანის პროცესში.

პროექტის შედეგად დასაქმდება 5 ადამიანი


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 17,125 ლარი
ევროკავშირის 13,550 ლარი
თანადაფინანსება: 3575 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


ნაირა დიასამიძის საკონდიტრო დაბა ქედაში გასული წლიდან ფუნქციონირებს. ნაირა დიასამიძეს საკონდიტრო ნაწარმის დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროექტი პროდუქტის ასორტიმენტის, რაოდენობისა და ხარისხის ზრდასთან ერთად, ადგილზე მიტანის სერვისის დამატებასაც გულისხმობს.

პროექტის ფარგლებში მოხდება:

  • თანამედროვე სტილის საკონდიტრო დანადგარების შეძენა
  • სამუშაო ხელსაწყოების შეძენა
  • რსებული საკონდიტროს შიდა და გარე ფასადის კეთილმოწყობა

 

პროექტში მოიაზრება შემდეგი აქტივობები:

  • თანამედროვე სტილის საკონდიტრო დანადგარების შეძენა
  • სამუშაო ხელსაწყოების შეძენა
  • არსებული საკონდიტროს შიდა და გარე ფასადის კეთილმოწყობა
  • ვებ-გვერდის შექმნა
  • ბანერების განთავსება ქედის მუნიციპალიტეტში
  • შეკვეთების ელექტრონულად და სატელეფონო გზით მიღების სერვისის დანერგვა
  • კონვექციული საკონდიტრო ღუმლის, ცომის საზელის, საკონდიტრო მიქსერის, ჰაერის გამწოვის, დახლ-მაცივრის, ფოტო პრინტერის, გაზქურისა და სხვა ინვენტარის შეძენა

 

პროექტის შედეგად დასაქმდება 3 ქალი და 2 მამაკაცი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 24,870 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 19,790 ლარი
თანადაფინანსება: 5080 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

სოფელი გეგელიძეები მდიდარია კულტურული და ისტორიული სანახაობებით, რაც ტურისტებისგან დიდ ინტერესს იწვევს.

საოჯახო ტიპის საბა და ნური სირაბიძის მარანი და სასტუმრო 2006 წლიდან ემსახურება ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს. ოჯახს ცოლაკაური, ჩხავერი, ალადასტური, საფერავი, ხოფათურის და საწური ვაზის ენდემური ჯიშის ყურძენის ვენახი აქვს და საშუალოდ წელიწადში 10 ტონა ყურძენს და 5 ტონა ნატურალურ ღვინოს აწარმოებენ. საოჯახო მარანს ასევე ტრადიციული ქვევრის და კასრის ღვინის ხაზიც გააჩნიათ.  ვენახთან ერთად ოჯახს სხვადასხვა ხილიც მოყავს.

სასტუმრო სტუმრებს მრავალფეროვან მომსახურეობას და აქტივობებს სთავაზობს როგორიცაა საკალმახე, საფუტკრე მეურნეობების დათვალიერება, ჯომარდობაში მონაწილეობის მიღება, საფეხმავლო ტურები, ქართული სამზარეულოს კერძების მომზადება და დაგემოვნება, ქართული ფოლკლორის მოსმენა და სხვა.

მანანა ბოლქვაძე, თავად ქალ-მეწარმეთა ასოციაციის წევრია ტურიზმის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილებით, მის ოჯახი კი ღვინის დამზადებით 60 წელზე მეტია დაკავებული.

პროექტი გულისხმობს საოჯახო სასტუმროს კეთილმოწყობას და ღვინის მარნის აღჭურვას.

პროექტის ფარგლებში მოხდება საოჯახო სასტუმროს სამზარეულოს ინვენტარით აღჭურვა,  10 ერთეული 620 ლიტრიანი ღვინის შესანახი რეზერვუარების შეძენა, სასტუმროსა და მარნის გარე ფასადის მოპირკეთება, ასევე, სასტუმროს მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით და სასტუმროს რკინის კარით უზრუნველყოფა.

პროექტის შედეგად დასაქმდება 4 ადამიანი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 43,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 30,100 ლარი
თანადაფინანსება: 12,900 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

„მახოს მარანი“ 10 წლის წინ დაარსდა. ის დღეს, ტურისტული მარშრუტ „ღვინის გზა“-შია შეტანილი. მარანი სტუმრებს ადგილობრივი ტრადიციული კერძებითა და სხვადასხვა სახეობის ნატურალური ღვინით მასპინძლობს.

გარდა ამისა, საოჯახო მარანი ტურისტებს ქართული სამზარეულოს მასტერკლასებსა და რთველში მონაწილეობას სთავაზობს.

ფიზიკური პირის, მალხაზ გორგილაძის პროექტი სასტუმრო ნომრების, აივნებისა და ჰოლის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტი ასევე მოიაზრებს მარნის კეთილმოწყობას, კერძოდ ე.წ. მერისი ქვით, რაც მარნის ხარისხსა და ავთენტურობას ერთი-ორად დახვეწავს. პროექტის ფარგლებში მოხდება როგორც ღვინისა და ჭაჭის წარმოების ზრდა, ისე ტურისტებისთვის სერვისების გაუმჯობესება. კერძოდ, მოეწყობა მასტერკლასები და ტურისტები ღვინის წარმოებაში მონაწილეობასაც მიიღებენ.

პროექტის შედეგად დასაქმდება 6 ადამიანი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 23,988.89 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 19,123.19 ლარი
თანადაფინანსება: 4865.70 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

ლადო შავიშვილის საოჯახო სასტუმრო და ღვინის საწარმო, ღვინოსთან ერთად, სხვადასხვა ხილისაგან და თაფლისგან დამზადებულ არაყს აწარმოებს. არსებული ღვინის მარანს საქართველოს ყველა ტურისტულ რუკაზე „ღვინის გზის“ მარშრუტის ქვეშ შეხვდებით.

ლადო შავიშვილი 40 წლიანი გამოცდილების მქონე მევენახე-მეღვინეა და 15 წელი ტურიზმის სფეროშია დასაქმებული.

ოჯახს, გარდა უნიკალური ჯიშის ყურძნისა, როგორიცაა ჩხავერი, ცოლოკაური, ალადასტური და ოჩხანური საფერავი, ასევე მოყავს სხვადასხვა სუფრის ყურძნის ჯიშები. ყოველწლიურად, ოჯახის მოსავალი 8000 – 10000 კილოგრამს შეადგენს.

საოჯახო სასტუმრო-მარანი სტუმრებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს: ქართული ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნებას, ფოლკლორის გაცნობასა და რთველსა და ღვინის დაწურვის პროცესში მონაწილეობის მიღებას.

პროექტი ითვალისწინებს მცირე საწარმოსთვის ახალი შენობის აშენებას, შიდა და გარე მოპირკეთებას, არსებული ბიზნესის გაუმჯობესებას, ღვინის ხარისხის ზრდასა და წარმოების პროცესის გაუმჯობესებას.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია სტანდარტების დასაკმაყოფილებლად ღვინის წარმოების დახვეწა, მაგ. ფილტრაცია, ბოთლში ჩამოსხმა, ეტიკეტირება და სხვა.

პროექტის შედეგად დასაქმდება სამი ქალი და ერთი მამაკაცი


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 40,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 28,000 ლარი
თანადაფინანსება: 12,000 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


მერაბ და გიორგი ტაკიძის ღვინის მარანი 2010 წლიდან მუშაობს და სტუმრებს ღვინის სხვადასხვა სახეობას სთავაზობს, მათ შორის,  ჩხავერს, ალადასტურს, ცოლიკაურს. ტაკიძეებს საკუთარი ვენახი პლანტაციის სახით აქვთ  გაშენებული.

პროექტი გულისხმობს არსებული საოჯახო ღვინის მარნის კეთილმოწყობას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა  და საწარმოსათვის საჭირო დანადგარების დამონტაჟებას.

გიორგი ტაკიძე ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მეღვინეა, რომელიც  ბავშვობიდან კარგად იცნობს დარგს.

2019 წელს გიორგი ტაკაძე გახდა ქედაში ღვინის ფესტივალის გამარჯვებული. საქმიანობაში ჩართული არიან ოჯახის წევრებიც -   მერაბ ტაკიძე, გამოცდილი მევენახე და მეღვინე.

პროექტის შედეგად დასაქმდება 3 ადამიანი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 22,500 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 16,000 ლარი
თანადაფინანსება: 6500 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


ბოლო წლებში ქედის მუნიციპალიტეტის ბიზნეს სექტორი საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2014 წლიდან 2016 წლამდე, ქედის მუნიციპალიტეტის ბიზნეს სექტორში, წლიური ბრუნვა გაორმაგდა, ხოლო პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა სამჯერ მოიმატა. ამასთან, გაიზარდა ბიზნეს კონსულტაციებზე მოთხოვნაც. ბიზნეს კონსულტაციის ცენტრის მიზანია, ადგილობრივ ბიზნესებს, მეწარმეებსა და ორგანიზაციებს გაუწიოს კომპლექსური კონსულტაცია ისეთ  საკითხებში, როგორიცაა საფინანსო, საბუღალტრო და იურიდიული საკითხები.

ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის მომსახურეობა ასევე მოიცავს მარკეტინგულ საკითხებს - სოციალურ მედიას, ვებ-გვერდის შექმნას, ტურისტულ ვებ-გვერდებზე დარეგისტრირებასა და ანგარიშის გახსნას.

არჩილ დევაძე, ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელი, გამოცდილი  ფინანსისტია.

პროექტის გულისხმობს საოფისე რესურსების შეძენას.

პროექტის შედეგად დასაქმდება 4 ადამიანი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 8,800 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 7,500 ლარი
თანადაფინანსება: 1300 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

ქედის მუნიციპალიტეტში თაფლის წარმოებით უფრო და უფრო მეტი ადამიანი საქმდება. ქედის ბუნება და რესურსები ამისათვის იდეალურ გარემოს ქმნის. ფიზიკური პირის, ლამზირა ხინიკაძის პროექტი, არსებული თაფლის წარმოების გაფართოვებასა და კეთილმოწყობას გულისხმობს.

ლამზირა ხინიკაძე აწარმოებს წაბლის, აკაციის, მინდვრისა და ყვავილის თაფლს, არაყს კი თაფლისგან და ფიჭისგან ამზადებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა თაფლის სახლი, სადაც ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს თაფლისა და არყის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ; ასევე დაათვალიერებენ თაფლის მეურნეობას და თაფლის ამოღების პროცესში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ.

პროექტი ასევე გულისხმობს პროდუქტის ეტიკეტირებასა და სხვადასხვა ზომის ქილებში განთავსებას, რაც პროდუქციის ხარისხსა და მომხმარებლის ნდობას გაზრდის. პროექტის ფარგლებში მოხდება თაფლის ჩამოსასხმელი დანადგარისა და არყის სახდელი აპარატის შეძენა, ასევე, სამშენებლო მასალების შეძენა და ტრანსპორტირება, შენობის სარემონტო სამუშაოს შესრულება და შენობის აღჭურვა.

პროექტის შედეგად დასაქმდება 5 ადამიანი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 40,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 28,000 ლარი
თანადაფინანსება: 12,000 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა

ქედა მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებით, ხოლო სოფელი მილისი - ისტორიულად ჩხავერის ჯიშის მოსავლითაა ცნობილი. ჩხავერის ღვინო მაღალი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.

პროექტის მიზანი,  სოფელ მილისში ანზორ გვარიშვილის კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ 0,25 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ჩხავერის ჯიშის ვენახის გაშენებაა.  აქ დაირგვება 361 ძირი ვაზი.

ანზორ გვარიშვილი გამოცდილი ფერმერი, მეღვინე და მცირე მეწარმეა; აქვს საკუთარი ვენახი, მარანი, და მრავალი ერთწლიანი კულტურა,  ასევე  მოჰყავს ვაშლი, მსხალი, თხილი, ტყემალი, კომში, ბალი და  სხვა.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 3 ადამიანი.  პროექტში დასაქმდებიან როგორც ქალები, ისე ახალგაზრდები.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 9967,5 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 8467,5 ლარი
თანადაფინანსება: 1500 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


საოჯახო მარანი, „ამხანაგობა მტევანი“ ჩხავერის, ცოლაკაურის და ვაიოს საფერავის ყურძენს აწარმოებს.  ოჯახი დაკავებულია როგორც ღვინის და არყის ჩამოსხმით, ისე მეფუტკრეობით, და სტუმრებს, მეურნეობის დათვალიერებასაც სთავაზობს.

პროექტის მიზანია ოჯახს დაეხმაროს შიდა და გარე სივრცეების მქონე რესტორნის მოწყობაში, რაშიც მოიაზრება:

- სამზარეულოს გარემონტება და აღჭურვა

- პირველი სართულის გარემონტება და სტუმრის მისაღები ადგილების მოწყობა

 

„ამხანაგობის მტევანს“ ჰყავს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი, რომელიც კარგად ფლობს უცხო ენებსა და ქართული სამზარეულოსა და ტურიზმის სექტორების სპეციფიკას.

პროექტის შედეგად დასაქმდება 3 ქალი და 1 მამაკაცი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 39,352 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 27,338 ლარი
თანადაფინანსება: 12,014 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

მაღალმთიან აჭარაში, სოფელ პირველ მაისში მდებარე შერვაშიძეების საოჯახო მარანი და სასტუმრო 2006 წელს ამუშავდა. ის სტუმრებს ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს და ქართული ტრადიციული კერძებით უმასპინძლდება. 1 ან 2 დღიანი ტურების ფარგლებში,  საოჯახო სასტუმროში შესაძლებელია X-XII საუკუნეების ისტორიული ძეგლების მონახულებაც.  ამასთანავე, სტუმრებს შეუძლიათ დაკავდნენ ექსტრემალური სპორტით, ზიპლაინით.

შერვაშიძეების მარანი ნამდვილი საოჯახო ბიზნესია და ის ქედის მუნიციპალიტეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მარანი განსაკუთრებული ბუნებითა და მშვიდი გარემოთი გამოირჩევა. ალექსანდრე შერვაშიძეს, რომელიც თავად გამოცდილი მეწარმეა, ადგილობრივი კულტურისა და ისტორიის უდიდესი ცოდნა გააჩნია.  შერვაშიძეების მარანში მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ.  მათ მიერ ჩამოსხმულმა  ოჯალეშმა საოჯახო ღვინის ფესტივალზე მეორე ადგილი დაიმსახურა.

პროექტი გულისხმობს 4 კოტეჯის უზრუნველყოფასა და 2 ავტომობილის შეძენას.

პროექტის შედეგად დასაქმდება 10 ადამიანი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 46,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 32,200 ლარი
თანადაფინანსება: 13,800 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: განათლება, კულტურა, სპორტი


ა(ა)იპ „ქედის კულტურის ცენტრი“ არის მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო, ორგანიზაციულ-მასობრივი და საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა ჯგუფებს და თავადაც აწყობს კულტურულ ღონისძიებებს.
პროექტი გულისხმობს კულტურის ცენტრის მუსიკალური ინსტრუმენტებითა და გახმოვანების აპარატურით აღჭურვას.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 60,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 36,000 ლარი
თანადაფინანსება: 24,000 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა


მევენახეობა-მეღვინეობა ქედის მუნიციპალიტეტის ტრადიციული დარგია, რომელსაც განვითარების და ხარისხანი ღვინის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია.
ფიზიკური პირი მალხაზ სურმანიძის პროექტი მის საკუთრებაში არსებულ 1,200 მ2-ზე ცოლიკაურის ჯიშის ვენახის გაშენებას გულისხმობს.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 2 ქალი 1 კაცი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 5,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 4,250 ლარი
თანადაფინანსება: 750 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა


მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას ქედის მუნიციპალიტეტში დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც განპირობებულია როგორც ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, ასევე ადგილობრივ ღვინოებზე მზარდი მოთხოვნილებით.
ზვიად გოლომანიძის პროექტი მის საკუთრებაში არსებულ 1,500 მ2-ზე ცოლიკაურის ჯიშის ვენახის გაშენებას გულისხმობს.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 1 ადამიანი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 10,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 8,500 ლარი
თანადაფინანსება: 1,500 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამაზე მეტყველებს უკანასკნელ წლებში აჭარაში და ქედის მუნიციპალიტეტში ტურისტების გაზრდილი ნაკადიც, რამაც განაპირობა პროექტის განხორციელების იდეა.
ზვიად გოგიაშვილის პროექტი გულისხმობს საოჯახო სასტუმროს, დასავენებელი ფანჩატურების, კვების ობიექტისა და ღვინის მარნის კეთილმოწყობას.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 2 კაცი და 2 ქალი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 33,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 23,100 ლარი
თანადაფინანსება: 9,900 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


აჭარის რეგიონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული რეგიონია საქართველოში. ქედის მუნიციპალიტეტი ბათუმთან ახლოს მდებარეობს და ბოლო წლებია ტურიზმის სექტორი აქტიურად ვითარდება, ტურისტების დაინტერესება ეკო და აგრო ტურიზმით იზრდება.
ზებურ ბოლქვაძის პროექტის მიზანია სოფელ გობრონეთში უკვე არსებული საოჯახო სასტუმროს - „ზებო“ - ბაზაზე აგროტურიზმის განვითარება, მცირე ტრადიციული/ავთენტური, აგრო აქტივობებზე ორიენტირებული კომპლექსის შექმნა.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 3 კაცი და 2 ქალი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 20,370 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 16,000 ლარი
თანადაფინანსება: 4,370 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა


ზაქრო ბასილაძის პროექტი გულისხმობს მეფრინველეობის (ბროილერის) ფერმის მოწყობას. ადგილზე მოეწყობა როგორც უშუალოდ ფერმა ფრინველის გამოსაზრდელად ასევე სასაკლაო და სარეალიზაციო ფართი.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 2 კაცი და 6 ქალი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 46,800 ლარს
ევროკავშირის დაფინანსება: 25,400 ლარი
თანადაფინანსება: 21,400 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა

ქედის მუნიციპალიტეტი მდიდარი ჰიდრორესურსებით და კლიმატური პირობებით ხელსაყრელ გარემოს ქმნის აკვაკულტურის განვითარებისთვის.
ფიზიკური პირი თამაზ ნაკაშიძის პროექტი - საკალმახე მეურნეობა „პერანგა“ გულისხმობს უკვე არსებული მეურნეობის გაფართოებას, დამატებითი საკალმახე აუზების მოწყობას და შესაბამისად წარმოების მოცულობის გაზრდას.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 7 კაცი და 1 ქალი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 20,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 16,000 ლარი
თანადაფინანსება: 4,000 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა


მევენახეობა ქედის მუნიციპალიტეტის ტრადიციულ დარგს წარმოადგენს, რაც ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობებითაა გამოწვეული.
სელმან ბერიძის პროექტი მის საკუთრებაში არსებულ 800 მ2-ზე ცოლიკაურის ჯიშის ვენახის გაშენებას გულისხმობს.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 2 ადამიანი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 5,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 4,250 ლარი
თანადაფინანსება: 750 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: განათლება, კულტურა, სპორტი

„ქედის სახელოვნებო სკოლა“ არის სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე ახორციელებს სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და პროფილურ სახელოვნებო საქმიანობას.

პროექტი გულისხმობს სკოლის მუსიკალური ინსტრუმენტებით/ინვენტარით აღჭურვას.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 20,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 12,000 ლარი
თანადაფინანსება: 8,000 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


რომან ქობულაძის პროექტი „ზვარე“ გულისხმობს ქედის მუნიციპალიტეტში დივერსიფიცირებული ტურისტული ობიექტის მოწყობას (საკემპინგე ადგილი, კაფე, საცურაო აუზი, საკალმახე მეურნეობა), რომელიც ხარისხზე და მრავალფუნქციური მომსახურებაზე იქნება გათვლილი.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 4 ადამიანი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 19,498 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 15,508 ლარი
თანადაფინანსება: 3,990 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა


ჩხავერის ჯიშის ვაზი აჭარის, კერძოდ კი ქედის მუნიციპალიტეტის უნიკალური, ტრადიციული ჯიშია. როლანდ წითელაძის პროექტი მის საკუთრებაში არსებულ 500 მ2-ზე ზემოღნიშნული ჯიშის ვენახის გაშენებას გულისხმობს.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 3 ადამიანი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 2,949 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 2,505 ლარი
თანადაფინანსება: 444 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლის მეურნეობა

მევენახეობა ქედის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებაა. რემზი თურმანიძის პროექტი გულისხმობს 1,500 მ2-ზე ადგილობრივი, ჩხავერის ჯიშის ვაზის გაშენებას.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 5 ადამიანი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 10,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 8,500 ლარი
თანადაფინანსება: 1,500 ლარი

სტრატეგიული მიმართულება: სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

საინიციატივო ჯგუფი რამინ გოლომანიძის წარმომადგნელობით ახორციელებს პროექტს სოფელ მახუნცეთში ექსტრემალური ტურიტული სერვისის შექმნით. უფრო კონკრეტულად პროექტი გულისხმობს: კლდეზე საცოცი კედლის, „ბეწვის ხიდის“, ზორბინგის ტერიტორიის მოწყობას.

პროექტის განხორციელების შედეგად დასაქმდება 2 ქალი და 3 კაცი.


პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 30,900 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 19,400 ლარი
თანადაფინანსება: 11,500 ლარი

დაარეგისტრირე იდეა - ფონი