მეფუტკრეობის მეურნეობა სოფელ ვაიოში

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი

ქედის მუნიციპალიტეტში თაფლის წარმოებით უფრო და უფრო მეტი ადამიანი საქმდება. ქედის ბუნება და რესურსები ამისათვის იდეალურ გარემოს ქმნის. ფიზიკური პირის, ლამზირა ხინიკაძის პროექტი, არსებული თაფლის წარმოების გაფართოვებასა და კეთილმოწყობას გულისხმობს.

ლამზირა ხინიკაძე აწარმოებს წაბლის, აკაციის, მინდვრისა და ყვავილის თაფლს, არაყს კი თაფლისგან და ფიჭისგან ამზადებს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა თაფლის სახლი, სადაც ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს თაფლისა და არყის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ; ასევე დაათვალიერებენ თაფლის მეურნეობას და თაფლის ამოღების პროცესში უშუალო მონაწილეობას მიიღებენ.

პროექტი ასევე გულისხმობს პროდუქტის ეტიკეტირებასა და სხვადასხვა ზომის ქილებში განთავსებას, რაც პროდუქციის ხარისხსა და მომხმარებლის ნდობას გაზრდის. პროექტის ფარგლებში მოხდება თაფლის ჩამოსასხმელი დანადგარისა და არყის სახდელი აპარატის შეძენა, ასევე, სამშენებლო მასალების შეძენა და ტრანსპორტირება, შენობის სარემონტო სამუშაოს შესრულება და შენობის აღჭურვა.

პროექტის შედეგად დასაქმდება 5 ადამიანი

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 40,000 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 28,000 ლარი
თანადაფინანსება: 12,000 ლარი

FaceBook Twitter Google
დაარეგისტრირე იდეა - ფონი