შატო ივერი სოფელ ვარჯანისში

სტრატეგიული მიმართულება: ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტურიზმი


სოფელი ვარჯანისი რეგიონში მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებით გამოირჩევა - აქ ხარობს უნიკალური ვაზის ჯიში ჩხავერი. სოფელი ასევე ცნობილია თავისი ეთნოგრაფიით და ფოლკლორული ნიმუშებით.

შატო ივერი არის მაღალი კლასის სასტუმრო-მარანი, რომელიც პროექტის შედეგად საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ღვინის რესტორნის გაკეთებას გეგმავს. პროექტი ითვალისწინებს მაღალი სტანდარტის სასტუმროს რემონტსა და კეთილმოწყობას. სასტუმრო მიბმული იქნება მევენახეობასა და საოჯახო მარანთან.

შატო ივერი სტუმრებს  ტურისტულ პაკეტებს სთავაზობს, რაშიც სტუმართა განთავსება, კვება, ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია, ხალხური შემოქმედების და რეწვის გაცნობა იგულისხმება.

პროექტის ფარგლებში მოხდება შენობის გარემონტება-კეთილმოწყობა.

  • შენობის ინტერიერის რემონტი
  • ავეჯის შესყიდვა და მონტაჟი
  • სასტუმროს ინვენტარის შეძენა
  • პერსონალის გადამზადება
  • ეზოს კეთილმოწყობა
  • ვებგვერდის და ონლაინ ჯავშნის გვერდის შექმნა

 

საოჯახო მეწარმეობაში ჩართულ ოჯახის წევრებს სასტუმრო მენეჯმენტისა და ტურისტებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

რომილ ბერიძეს, შატო ივერის მფლობელს, ტურიზმსა და მენეჯმენტის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს; მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ ტურიზმის და საოჯახო სასტუმროების განვითარების პროექტში. მას გამოცდილება ასევე აქვს მიღებული გერმანიასა და ნორვეგიაში.

პროექტის შედეგად დასაქმდება 7 ადამიანი - ოთხი ქალი და სამი მამაკაცი.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 95,300 ლარი
ევროკავშირის დაფინანსება: 57,135 ლარი
თანადაფინანსება: 38,165 ლარი

FaceBook Twitter Google
დაარეგისტრირე იდეა - ფონი