სიახლეები

მდგრადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტიანობის ღონისძიებების დანერგვა საჯარო სკოლებში

CENN, დემოკრატიის ინსტიტუტი და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ქედა ლიდერისა და ავსტრიის განვითარებისთანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით  აცხადებენ კონკურსს ქედის სკოლებისთვის ენერგოეფექტიანობის გაზრდაზე.


დამატებით დეტალებისთვის ჩამოტვირთეთ საგრანტო კონკურსის დოკუმენტი, დანართი 1, დანართი 2.


დაინტერესებულ პირებს წინადადების გამოგზავნა შეუძლიათ 2021 წლის 10 იანვარის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: grants@kedalag.ge

ქედის LAG, იწყებს ახალ პროექტს თანამშრომლობა და მობილობა სოფლის მდგრადი განვითარებისთვის!

 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამას, ENPARD III ფაზა) მიერ და მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის, პროექტ „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“-ის ინიციატივა „ჭკვიანი სოფლები (Smart Villages)-ს ფარგლებში.

 

COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა პანდემიამ ბიზნეს სექტორი, განსაკუთრებით კი ადგილობრივი მცირე ბიზნესები ტურიზმისა თუ სოფლის მეურნეობის სექტორში, დიდი გამოწვის წინაშე დააყენა.

 

ამ გამოწვევების საპასუხოდ ქედა LAG-მა შეიმუშავა ინოვაციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერებას ბიზნეს კავშირების მხარდაჭერით და ადგილობრივი პროდუქციისა და სერვისების მარკეტინგით როგორც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

პროექტის ფარგლებში შეიქმნება  ინტერაქტიული ორ-ენოვანი ელექტრონული პლატფორმა, სადაც მოცემული იქნება დეტალური ინფორმაცია ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო სამეურნეო სექტორებში მოქმედი ადგილობრივი ბიზნესების შესახებ. პორტალზე განთავსებული იქნება ინფორმაცია  სხვადასხვა სერვისპროვადერის შესახებ. თითოეული ბიზნესისთვის შეიქმნება ბიზნეს პროფილი, სადაც აღწერილი იქნება ის პროდუქტები და სერვისები, რომლებსაც  ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ.

 

პლატფორმა ერთმანეთთან დააკავშირებს ადგილობრივ ბიზნესებს და ფასილიტაციას გაუწევს მათ თანამშრომლობას როგორც ერთმანეთთან, ისე მუნიციპალიტეტს ფარგლებს გარეთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერებას და  პროდუქტებისა და სერვისების მარკეტინგს/პოზიციონირებას მუნიციპალიტეტის გარეთ.

 

პლატფორმას ასევე ექნება ახალი ამბების მიმართულება, სადაც რეგულარულად მოხდება სხვადასხვა სექტორში არსებული ახალი შესაძლებლობების გაშუქება და ასევე, COVID-19-თან დაკავშირებული ახალ რეგულაციების შესახებ განახლებული ინფორმაციის მოწოდება.

 

პროექტის ფარგლებში, ციფრული და ბიზნეს უნარების გაძლიერების მიზნით, ადგილობრივ ბიზნესს სექტორის წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით: ონლაინ პლატფორმის მართვა, ონლაინ სერვისები, თანამედროვე სმარტ ტექნოლოგიები, ონლაინ მარკეტინგი, ბიზნეს უნარები და სხვა.

პროექტი: ქედა ლიდერი

დაფინანსების წყარო: ევროკავშირის ENPARD პროგრამა

სერვისი: კატალოგის მომზადება

საქმიანობის აღწერა

 

კონტრაქტორს დაევალება  პროექტის  კატალოგის შემუშავება რომელშიც წარმოდგენილი იქნება პროექტის ‘ქედა ლიდერი’ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები და ბენეფიციარები.

დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ გვერდზე:

http://www.kedalag.ge/ka/proeqtebi

 

მომსახურეობა უნდა მოიცავდეს:

-        კონტენტის შემუშავებას/მორგებას კატალოგის ფორმატზე, შემდეგი ქვე-თავებით:

  • ინფორმაცია ქედის შესახებ;
  • ინფორმაცია პროექტის შესახებ;
  • ინფორმაცია ბენეფიციარებისა და მათი პროექტების შესახებ.

-        კატალოგის დიზაინს

პროდუქტის მთავარი სამიზნე ჯგუფები:

კატალოგი გავრცელდება ბიზნეს ფორუმზე, რომლის მიზანია ქედის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოძიება, როგორც ტურიზმის, ისე სხვა სექტორებში.

 

  • დონორი ორგანიზაციები
  • პოტენციური ინვესტორები
  • სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები

 

პროდუქტის კონკრეტული მიზნები

  • ადგილობრივი წარმატებული ბიზნესების გაცნობა დონორი ორგანიზაციებისა და პოტენციური ინვესტორებისათვის
  • ქედის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენა
  • პროექტის ‘ქედა ლიდერი’ შედეგების წარმოჩენა

 

კატალოგი უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენაზე.

 

CENN უზრუნველყოფს ბენეფიციარებისა და პროექტების პროფესიული ფოტო-მასალას.

 

კატალოგის მომზადების ყოველი ეტაპი იქნება პროექტის გუნდთან წინასწარ შეთანხმებული.

 

განაცხადის გამოგზავნისას უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

-        პორთფოლიო მსგავი პროექტების;

-        დეტალური ბიუჯეტი;

-        გუნდის წევრების CV-ები;

-        დეტალურად გაწერილი სამუშაო გრაფიკი, კონკრეტული ვადების მითითებით.

პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლები დაფინანსდა 90-ზე მეტი ბენეფიციარი, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, ტურიზმის, კულტურისა და სოციალური მიმართულებით.

 

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის მიჰყევით შემდეგ ლინკს: http://www.kedalag.ge

 

შემოთავაზებები გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: nana.takvarelia@cenn.org

 

შემოთავაზების წარდგენის ბოლო ვადაა 24 სექტემბერი 2020.

ქედის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის შუაწელზე. ჩრდილოეთით, 38 კმ სიგრძეზე ქობულეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით 24 კმ სიგრძეზე შუახევი, დასავლეთით 24 კმ სიგრძეზე ხელვაჩაური, სამხრეთით კი თურქეთის 17 კილომეტრიანი საზღვარი აკრავს. ქედის რაიონს სამხრეთით მიუყვება შავშეთის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით მესხეთის ქედი, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით – ქობულეთის ქედი.

მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კმ2-ია. მოსახლეობის რაოდენობა – 21,244. ქედის მუნიციპალიტეტში შედის 10 საკრებულო და 64 დასახლებული პუნქტი. ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 
პარტნიორები
დაარეგისტრირე იდეა - ფონი